დავით თარხან-მოურავი: ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ძალა აჭარაში! აჭარას არ დავთმობთ!

დავით თარხან-მოურავი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი „პატრიოტთა ალიანსიდან“

-“აჭარაში ძალიან ძლიერია თურქული გავლენა, მკვიდრი მოსახლე აქ თავს ბატონ-პატრონად ვერ გრძნობს. ამაზე აქამდე მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობდით და კარგია, რომ კიდევ ვიღაცეებმა დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი. აჭარაში მიწის პრივატიზაცია არ მომხდარა, ჩვენი მიტინგების მერე მთავრობამ ვითომ დაიწყო პრივატიზირების პროცესი, მაგრამ მალევე გაჩერდა, უბრალოდ, იქმნება ილუზია, რომ რაღაც კეთდება.

ქართველს არავინ აჩუქებს 1 ლარად ნაკვეთს, უცხოელს – უპრობლემოდ. თუ ქართველმა ბიზნესი დაიწყო, მას ტყავს გააძრობენ, უცხოელს კი არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, ეს ხდება არა მარტო აჭარაში, არამედ სხვაგანაც, მაგრამ აჭარაში განსაკუთრებული მასშტაბით ვხედავთ.

ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ძალა აჭარაში და მიტინგზეც დაინახავს ამას ყველა, ისე კი არა, როგორც „ნაციონალებმა“ 500 კაცი გამოიყვანეს და რუსთავი 2-ის კამერებმა ათასობით აჩვენა. მინდა გაიგოს ყველამ და განსაკუთრებით სააკაშვილებმა, ისევე ჩამოვაგდებთ ახლა, როგორც ადრე, დიახ, ჩვენ გადავაგდეთ სააკაშვილი, თუმცა მინდა გაიგოს ხელისუფლებამაც-აჭარას არ დავთმობთ! აჭარაში უმრავლესობით მოვალთ! რეიტინგით არაფრით ჩამოუვარდებით „ოცნებას“, ვართ მეორე ძალა!”

კომენტარის დატოვება