კალაძე: მწამს, რომ ეს ომი სიკეთის გამარჯვებით დასრულდება!

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  გენერალური მდივნი, ვიცე-პრემიერისა და ცენტრალური შტაბის უფროსის  კახა კალაძის სამძიმარი თურქ ხალხს:

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს შავი ჭირია, რომელიც სპობს ყველაფერს, რასაც შეეხება : ქალს, კაცს, ბავშვს, ასაკოვანს და ახალგაზრდას… პლანეტის ნებისმიერ წერტილში, განურჩევლად ეროვნებისა. ამ საშინელებასთან ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ, ასევე განურჩევლად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა, ასაკისა თუ სქესისა… სტამბოლში საშინელება მოხდა, ეს ტერაქტი ამ გამოუცხადებელი ომის სისხლიან ქრონიკაში ჩაიწერება, როგორც კიდევ ერთი ტკივილი, აღშფოთება და უდიდესი ადამიანური ტრაგედია… ვუსამძიმრებ ყველას. დღეს ჩვენ თითოეული დაღუპულის ოჯახი უნდა გავამხნევოთ, დღეს ჩვენ თითოეული დაჭრილის გვერდით უნდა დავდგეთ. ჩვენ – მთელმა კაცობრიობამ არა მარტო უნდა დავგმოთ ტერორიზმი და ვიგლოვოთ მსხვერპლი, არამედ ხისტად და დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ეს ბოროტება ჩვენი რეალობიდან! თანადგომა და თანაგრძნობა თურქ ხალხს და მთავრობას, სამძიმარი და ნუგეში მსხვერპლის ახლობლებს… მე მწამს, რომ ეს ომი სიკეთის გამარჯვებით, გონიერი კაცობრიობის გამარჯვებით დასრულდება… რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე დროში!“.

კომენტარის დატოვება