“დღეს დაბეჩავებულები ვართ, ორად კიარა ათად გაყოფილები, ფულზე სამშობლოს გამყიდველები…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თათა მურაჩაშვილი

ჟურნალისტი

ენ პი ეი) ჩემი აზრით, დღეს საქართველო ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშია. ხომ გავუძელით მურვანს, თემურ ლენგს, ოსმალეთს, სპარსეთს, ლეკებს, გავუძელით ჩინგიზ-ხანს, შაჰ-აბასს, აღა-მაჰმად-ხანს და კიდევ ბევრს, ჩემი ქვეყნის სიცოცხლე მუდმივი ბრძოლა იყო და არის. ოღონდ ახლა ისეთი დრო დადგა გარეული მტრების გარდა შინაურებსაც ვებრძვით. გვებრძოდნენ და გვებრძვიან ჩექმით და ტყუილი სიყვარულით. ძველად იგრძნობოდა მაინც ქართველების ერთად დგომა, მტერს ყველანი ერთად ვებრძოდით, დღეს ? დღეს დაბეჩავებულები ვართ, ორად კიარა ათად გაყოფილები, შიდაპოლიტიკურად არეულები, ჩამოუყალიბებლები, ძალაუფლებისა და ჯიბის გამდიდრებისკენ ლტოლვამ სამშობლოს სიყვარული გადაწონა.

იცით რაზე მწყდება გული? ქვეყანაში, სადაც საკუთარი ენა აქვთ, რატომ უნდა ექცეოდეს უცხო ენას ბევრად მეტი ყურადღება? ჩემი თაობა ერთ წინადადებას ქართულად, -მეორეს ინგლისურად ამბობს, არადა აშშ აღმოცენებულიც არ იყო ჩვენ რომ ჩვენი ენა და კულტურა გვქონდა, ესაა ისტორიის გარეშე დარჩენილი ქვეყანა და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი მათი გავლენის ქვეშ ვექცევით.
დამოუკიდებლები ვართო რომ ამბობენ და თავს იშტერებენ, როგორ ვართ დამოუკიდებლები როდესაც რუსეთს აფხაზეთი, სამაჩაბლო უკავია და ლამისაა სასაზღვრო ზოლი ავტობანამდე გადმოგვიწიოს, თურქეთს აჭარაზე აქვს პრეტენზია, სომხები ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას ისაკუთრებენ, აშშ ჩექმით არა, მაგრამ ტკბილი სიტყვით ცდილობს გავლენის მოპოვებას და გამოსდის კიდეც, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინელები, რომლებიც საქართველოშივე ქართველებს სცემენ და ამ უკანასკნელებს ხმის ამოღების შემთხვევაში სამსახურებიდან უშვებენ, ერთ-ერთი მთავარი მტერი-არაბები და ირანელები, რომლებსაც თბილისში პატარა სახელმწიფო აქვთ შექმნილი და კონცერტის პლაკატებს მხოლოდ არაბულ ენაზე გამოსცემენ და სპორტის სასახლეში ქართველებს არ უშვებენ, არაბებიც, ირანელებიც და ინდოელებიც ძალიან მარტივად ახერხებენ, რომ ოჯახებიანად საქართველოში დასახლდნენ და ბინადრობის უფლებას სულ რაღაც 35 ათასად იღებენ.

ახლა რა მაინტერესებს, რატომ უნდა ჰქონდეს ამერიკის ელჩს საქართველოში იმდენის უფლება, რომ ხუმრობის გამო რიგითი ახალგაზრდა დააკავებინოს ? მითუმეტეს თუ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა. ვგულისხმობ ადრინდელ ამბავს, ახალგაზრდამ რომ გაიხუმრა ამერიკის საელჩოზე … ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საუკუნის სიბრძნე თქვა, ჰომოსექსუალებს დაქორწინების და შვილის აყვანის უფლება მივცეთო, მოდით ეს უკომენტაროდ დავტოვოთ …მეოცნებე ხალხს მხოლოდ ოცნებაღა რჩებათ ხელჩასაჭიდი ).

რამდენი გამოუვალი სიტუაცია მოგვიბრუნებია და წაგებული ბრძოლა მოგვიგია, დღეს რა გვჭირს?! დღეს მკვდარი თევზებივით მივყვებით დინებას და უმეტესობა აუღელვებლად უყურებს როგორ ვკარგავთ ტერიტორიას, კულტურას და უკვე ენასაც…

ისეთები უნდა ვიყოთ რომ სხვებს ჩვენი კულტურის საწინააღმდეგო რეფორმების გატარებაზეც ვერ გავაბედინოთ საუბარი, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან საქართველოს პირველი მტერი ისევ და ისევ ქართველია, ქართველი რომლისთვისაც ფული მეტია, ვიდრე სამშობლო !