გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადება ჟენევის ფორმატში იქნება განხილული

 სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადება  ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებული არიან. მისივე თქმით, გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზება საფრთხის შემცველია.

„ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციებისას ამ კვირაში გვქონდა ამ საკითხებზე საუბარი. ისინი ახლა იმყოფებიან სოხუმში, ვფიქრობ, რომ ამ საკითხზეც ექნებათ საუბარი. ამჯერად ამ შეთანხმებით კიდევ უფრო იზრდება კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარის დატოვება