პალმირიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

პალმირიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, სირიის არმია ქალაქის განაპირას „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან ბრძოლას აწარმოებს. ინფორმაციას  РИА «Новости» წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

-„მას მერე, რაც გასულ ღამეს ყველა მოსახლის ევაკუაცია მოხდა, სირიის არმია მთლიანად შევიდა პალმირში. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“-ამბობს წყარო.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ISIS-მ სირიის უძველესი ქალაქი პალმირი დაიკავა.

კომენტარის დატოვება