ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით,  პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა შაბათს. ჰქონდა თანმხლები დაავადებების გრძელი ნუსხა – ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი.

ჩვენთან შემოვიდა 18 სექტემბერს. სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოვიდა ჩვენთან“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.