საუდის არაბეთმა გერმანიიდან ელჩი გამოითხოვა

სააგენტო SPA-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთმა გერმანიიდან ელჩი გამოითხოვა. წყაროს ინფორმაციით საუდის არაბეთის უკმაყოფილება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საუდის არაბეთისადმი დამოკიდებულებამ გამოიწვია. როგორც ჩანს მინისტრის განცხადებას არ აიგივებენ ქვეყნის შეხედულებასთან, მაგრამ ფაქტი ერთია-საუდის არაბეთი გერმანიის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.