პესკოვმა პუტინის კორტეჟის „დანაღმულ“ გზაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დიმირი პესკოვმა  РИА «Новости»-თან საუბარში განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში შესულია 60 ცრუ ზარი პუტინის კორტეჟის სავალ გზაზე ბომბის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, სატელეფონო ზარების ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები იმ ადგილის ახლო-მახლოც არის, სადაც სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტი მივა.

მისივე თქმით უსაფრთხოების სამსახური გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული და ამ ზარებს გავლენა არ მოუხდენიათ პუტინის გრაფიკზე სანქტ-პეტერბურგში.