იენს სტოლტენბერგი: ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელებით შეხვდებიან, თუ განაცხადს გააკეთებენ

ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ფინეთმა და შვედეთმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ NATO-ში წევრობისთვის განაცხადის გაკეთება თუ არა. მაგრამ თუ ისინი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტენ, NATO-ში ფინეთსა და შვედეთს გაშლილი ხელებით შეხვდებიან. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან”.