თეთრი სახლი რუსეთს ადანაშაულებს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრეს-მდივანი სარი სანდერსი აცხადებს, რომ თეთრი სახლი რუსეთს ადანაშაულებს, რადგან ეს უკანასკნელი პატივს არ სცემს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებული ადამიანების სიცოცხლეს.

-რუსეთი პატივს არ სცემს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებული ადამიანების სიცოცხლეს, რადგან ბლოკავს გამოძიების დაწყების რეზოლუციას. ვეტოს დადებით რუსეთმა მოქცევის საერთაშორისო სტანდარტების და დაზარალებული ადამიანების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. ასევე ადგილი აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის რეზოლუციის დაბლოკვას“-აცხადებს სანდერსი.

მისივე თქმით ამერიკა განაგრძობს მცდელობას ამ მისიის ასამოქმედებლად.