„აქვს უფრო მაღალი თანამდებობის ამბიცია და წარმატებული მერის კარიერას აუცილებლად გამოიყენებს…“

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

ზოგადად კრიტიკულად ვარ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ კახა კალაძე წარმატებული მერი იქნება. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს?

1. თუ შევადარებთ კახას შემოსვლას პოლიტიკაში, მას შემდეგ ძალიან გაიზარდა, ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე და ახლაც მუდმივად პროგრესირებს.

2. იღებს თამამ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ნუგზარ ჭონქაძის თანამდებობაზე დანიშვნა, სიტი პარკის მისამართით გაკეთებული განცხადება და სხვა.

3. აშკარაა, რომ მას აქვს უფრო მაღალი თანამდებობის ამბიცია და წარმატებული მერის კარიერას აუცილებლად გამოიყენებს ამ ამბიციის სამომავლოდ რეალიზებაში.

4. სურვილი რომ სიტუაცია შეცვალოს, აშკარად იგრძნობა პირველივე სამუშაო დღეებში, მიწისქვეშა გადასასვლებების თემა, სიტი პარკი, ყოველდღიური გასვლები ქალაქის უბნებში.

პროგნოზებში იშვიათად ვცდები და ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს…