გაფრთხილება! ფეისბუქი მოიცვა პანიკამ – იცოდეთ როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან…

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

 ფეისბუქი მოიცვა პანიკამ, რომ შეიძლება მივიღოთ შეტყობინება სადაც თქვენი პირადი ვიდეო იქნება აღბეჭდილი, რომელიც რეალურად არის ვირუსი და არ გახსნათ. ეს გაფრთხილების ტექსტი კი გაუგზავნეთ ყველას რათა იყვნენ ინფორმირებული. დაახლოებით 100 შეტყობინება მივიღე მეც მეგობრებისგან. ტექსტი ლათინური შრიფტით არის შესრულებული და ასე გამნოიყურება.

„Gvaptxileben rom cheidzleba mogividet video, romelsac tkveni saxeli ecereba da aravitar chemtxvevachi ar gaxsnat… dzalian didi virusebia gamogzavnili mtel socialur kselebze da tu ert-erti tchventagani gaxsnis, mteli tchveni megobrebis armias, tchvens megobrebs, mat megobrebs da a.ch. Daavirusebs es video. Amitom gaugzavnet es texti kvela tkvens begobars, rom gaprtxildnen da gaavrcelon socialur kselchi! Sascrapod !!!“

ბევრმა ეს ყველაფერი დადებითად შეაფასა და გადააგზავნა თითქმის ყველა მეგობართან. რეალობაში კი ეს ტექსტი წარმოადგენს ისეთივე „ფეიკ“ (ცრუ) ინფორმაციას როგორც სხვა დანარჩენები. სადაც მოგვიწოდებენ ძლიერი ლოცვის შესახებ რომელიც 33 მეგობარს უნდა გადაუგზავნო და თუ არ გადააგზავნე ცუდი ამბავი შეგემთხვევა და ა.შ. ეს ყველაფერი რეალობაში კი წარმოადგენს სოციალურ ექსპერიმენტს, რომელის მიზანიც არის ინტერნეტ მომხმარებლების დამოკიდებულების შემოწმება გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიმართ.

ძნელი სათქმელია აღნიშნული ინფორმაცია ვის სჭირდება და რატომ. არ არის გამორიცხული ინფორმაციის გავრცელების ეს მეთოდი ემსახურებოდეს ქვეყანაში მიმდინარე რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის გავრცელებაც ამ ფორმით მოხდება ეს ექსპერიმენტი კი შესაბამისი ძალების მხრიდან ნიადაგის მოსინჯვას ნიშნავს. ჩვენს წინა ბლოგში ამის შესახებ გარკვევით ვწერდით, თუ როგორ მოახდინეს რუსმა ჰაკერებმა გავლენა ბრიტანეთის მოსახლეობის არჩევანზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის დროს. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას მერწმუნეთ ვინმე „კეთილი ბიძია“ ფეისბუქის დაცვის სისტემაზე მეტად ნამდვილად არ ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე გირჩევთ დააიგნოროთ მსგავსი შეტყობინებები რადგან ასეთი შეტყობინებების გავრცელების წყაროს დადგენა შეუძლებელია. ის არ შეიცავს ვირუს და უსაფრთხოების სისტემაში უპრობლემოდ ვრცელდება. ხოლო რაც შეეხება ვირუსისგან თავის დაცვას არსებობს ელემეტარული უსაფრთხოების წესი ნებისმიერი „ლინკი“ რომელიც მიღებული გექნებათ ნებისმიერი მოსაუბრის მხრიდან გახსნამდე გაარკვიეთ ნამდვილად გამოგიგზავნათ თუ არა მოსაუბრემ აღნიშნული „ლინკი“.

დღეს არსად ისე არ იტყუებიან როგორც ინტერნეტ სივრცეში, ჩვენი რჩევა იქნება გამოიჩინოთ წინდახედულობა რადგან ყველა ანტივირუსზე მძლავარდ საკუთარ უსაფრთხოებას იცავს მომხარებელი.!!!

P.S. საინფორმაციო ბრძოლის დეტალებზე ჩვენს შემდგომ პუბლიკაციებში დეტალურად მოგიყვებით. პატივისცემით www.itexpress.ge -ს ადმინისტრაცია.