მოლაპარაკების მეექვსე უშედეგო დღე ერევანში

სომხეთის პრეზიდენტმა შეიარაღებულ პირებს, რომლებიც პოლიციის შენობაში უკვე მეექვსე დღეა მძევლებს აკავებენ, იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. განცხადება სერჟ სარქისიანმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ საგანგებო თათბირზე გააკეთა.

სომხეთის ლიდერის თქმით, უკმაყოფილების მოგვარება იარაღის გამოყენებით და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გზით დაუშვებელია.

სარქისიანი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოგვარდეს, შეიარაღებულმა პირებმა კი თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინონ და ძალოვანებს ჩაბარდნენ.

პოლიციის შენობაში მყოფი პირები ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე, ოპოზიციის ლიდერის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათთან მოლაპარაკებას ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ აწარმოებენ.

კომენტარის დატოვება