„პარლამენტის წევრს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“

ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია

 „გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს  პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებულია როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს და ასეთი რამ, არც კი განხილულა საქართველოს პარლამენტში.

შეგახსენებთ:

კობახიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მარნეულის  ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი-აზერ სულეიმანოვი.

იხ.

https://www.gmtv.ge/41869-2/