გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გავასაჩივრებთ | ვატო წერეთელი სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

„ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ განაჩენს შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ:

„ყველამ ვიცით როგორი მახინჯი სისტემაა სასამართლო, მაგრამ თვით ეს მახინჯი სისტემაც კი ვერ “აპრავებს” ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიებს, რომელიც იყო პირდაპირ მამუკაზე, ბადრისა და მამაზე შტურმი. თუმცა სასამართლო ბიძინას ფანტაზიებსაც კი ვერ აკმაყოფილებს იმიტომ, რომ თვითონ უჭირს ამ ადამიანების თუნდაც ციხეში გაშვება. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რომ მოხდეს 4 წლისთავზე ამ ადამიანების გამართლება. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმიტომ, რომ მამა 4 წელი ატარეს საავადმყოფოდან სასამართლოში და სასამართლოდან საავადმყოფოში. კი, აუცილებლად მივიღებთ იმ შედეგს, თუნდაც ევროპაში, რომ დასრულდეს ეს მახინჯი სისტემა” – განაცხადა ვატო წერეთელმა.