რამდენით პროცენტით გაიზარდა სასურსათე პროდუქციის ფასი ?

მარიამ ახალკაცი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრის თვეში ფასები 7 პროცენტით არის გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, განსაკუთრებით გაძვირებულია სურსათი კერძოდ, ხილი და ყურძენი – 32%, ხორცი -15%, თევზეული – 14%, ბოსტნეული ასევე – 14%, რძე, ყველი და კვერცხი – 13%, 6,6%-ით არის გაძვირებული ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი პური და პურპროდუქტები.

კვების პროდუქტების გარდა, ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლზეც. გაძვირებულია მომსახურების სფეროც, მათ შორის სასტუმროს ფასებიც.