საოკუპაციო რეჟიმმა პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

მარიამ ახალკაცი 

დღეს, 3 იანვარს, საოკუპაციო რეჟიმმა პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ის წინასაახალწლო დღეებში “უსაფრთხოების გამო” ჩაკეტა. მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა უკვე შეუძლათ.