თუ დაამტკიცებს, რომ რუსთავის მოსახლეობის ინტერესები მისთვის ძალიან ახლოს არის და პოლიტიკური ტრამპლინი მეორეხარისხოვანია, მოიგებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას – დავით სერგეენკო ჯაფარიძეზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ” კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს, ამომრჩეველი გრძნობს, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად სურს მხარში დაუდგეს, ამას დაინახავენ და უპასუხებენ რუსთაველები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჯაფარიძე დაამტკიცებს, რომ „პოლიტიკური ტრამპლინი” მისთვის მეორეხარისხოვანია და რუსთავის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს, მოიგებს, მაგრამ ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს, როცა ქალაქზე, ოლქზე ან რაიონზეა საუბარი, ამ მოსახლეობისადმი რაღაც უნდა გაგაჩნდეს, სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი და ა.შ. და არა მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა. ამ ადამიანს პირადულად პატივს ვცემ, ჩემი კონკურენტი იყო საბურთალოზე, ახლა რუსთავშია, თუ დაამტკიცებს, რომ რუსთავის მოსახლეობის ინტერესები მისთვის ძალიან ახლოს არის და პოლიტიკური ტრამპლინი მეორეხარისხოვანია, მოიგებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას და ვერ შევაფასებ მის შანსებს. ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანები ხედავენ ყველაფერს კარგად და ასხვავებენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი არა გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი, ამომრჩეველი გრძნობს ამას, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად მხარში სურს დაუდგეს, დაინახავენ და უპასუხებენ რუსთაველები ამას,”- განაცხადა სერგეენკომ.