ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

ქედაში, სოფელ დოლოგანთან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ბათუმისა და ქედის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.