მშვიდად დასრულებული “აზრთა ომი” თბილისი მარიოტში

20 მაისს,  თბილისი მერიოტის საკონფერენციო დარბაზში ერთმანეთთან დაპირისპირებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მათთვის მტკივნეულ და აქტუალურ თემებზე  ისაუბრეს.

‘’აზრთა ომი’’ ასე დაარქვეს ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთმანეთის პირისპირ, ერთად, ეძებდნენ საერთო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანების გზებს.  ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ელჯიბითი თემიდან, ასევე სასულიერი პირები, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობილი აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები.

დიალოგის რეჟიმი ანალიტიკურ ხასიათს ატარებდა, და ძირითადად მაინც, უახლესს დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა – ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეთა აქციებიდან დაწყებული, 17 მაისის მსვლელობიბით თუ კონტრაქციებით დასრულებული.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდაც ითანამშრომლებენ მსგავსს ფორმატში ამ ტიპის კონფერენციების ფარგლებში.

კონფერენციის ორგანიზატორები, ფეისბუკის ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის დომენიკ მანგოს ფსევდონიმით ცნობილი, პიროვნება, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და მისი თანამოზარეები გახლდათ.