ბაჩო სირაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას სასამართლომ 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ასევე, ბაჩო სირაძეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა. ბრალდებულს ასევე აეკრძალა 22:00 საათიდან 08:00 საათამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვება.

ბაჩო სირაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2017 წლის 21 მაისს დააკავეს. ის სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.

ბაჩო სირაძეს საქმეზე გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, რაც 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.