“ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც? რას ნიშნავს ეს ასამბლეა????”

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს”.

“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !
და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ასამბლეას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც და განაცხადა, რომ კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

https://www.gmtv.ge/60259-2/