თამარ გაბუნია – მოქალაქეები  ვაქცინაციას  ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ჩაიტარებენ

მთავარი ამოსავალი არის მოსალოდნელი შედეგები და უსაფრთხოება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილიემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობთ მოსახლეობაში  ვაქცინაციისადმი  სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ყველა ინფორმაცია მოსახლეობისთვის აუცილებლად გახდება ხელმისაწვდომი, როცა კონკრეტული ცაქცინა შემოვა ქვეყანაში.

„საკომუნიკაციო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში დეტალური ინფორმაცია  როგორც რნმ-ზე დამყარებული, ასევე ცილოვან ვაქციენების შესახებ მივაწოდოთ საზოგადოებას.

მთავარი ამოსავალი არის მოსალოდნელი შედეგები – რამდენად დაიცავს ვაქცინა მოსალოდნელი ინფიცირებისგან და  უსაფრთხოებაზე  – გვერდით მოვლენების გამოხატვის სახით, ყველა ეს ინფორმაციას მოსახლეობისთვის აუცილებლად გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება, რადგან დღეს წარმოებაში და კვლევაში  კიდევ რამდენიმე ვაქცინაა და ამდენად,  2021 წლის მეორე ნახევრიდან ეს ჩამონათვალი მეტად გაფართოებული იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა არჩევანი გააკეთოს იმ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესზე, რომელიც  ვაქცინებს თან ახლავს.

ჩვენთვისაც გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი ვაქცინის  სარწმუნო მარეგურილებელი ორგანოების მიერ აღიარება იქნება, რაც ხარისხზე და უსაფრთხოებაზე მოგვცემს გარანტიას, შესაბამისად, მოქალაქეები ვაქცინაციას  ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ჩაიტარებენ,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.