პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. მათ პროკურატურას თანხმობა მისცეს, რომ ნიკა მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

დადგენილება 88 ხმით მიიღეს,. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 2020 წლის, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც ნიკა მელიამ უარი თქვა.