ვაკეში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა

შემთხვევა ვაკეში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი ქმარი ყოფილ ცოლს დაესხა თავს, რომელიც იქვე მუშაობდა. როგორც ცნობილი გახდა, ორივე მათგანი საავადმოფოშია გადაყვანილი.

თავდასხმას თვითმხილველებიც ყავს. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.