ირაკლი ღარიბაშვილი – პირპადის ტარების მაჩვენებელი დაეცა, რაც კატეგორიულად მიღებელია, მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ელემენტარული წესი დავიცვათ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში

ჩვენ მთელი რიგი დაწესებული შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ვაკვირდებით დინამიკას და კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმისტრაციაში სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, რათა არ მოხდეს შეზღუდვების დაბრუნება.

„საზოგადოების მხრიდან შეინიშნება ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულველყოფა.  ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირპადის ტარების მაჩვენებელი დაეცა, რაც კატეგორიულად მიღებელია და მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული წესი დავიცვათ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.

იცით, რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ვაქცინის მწარმოებელ პარტნიორ ქვეყნებთან და ძალიან მალე პირველ პარტიას ველოდებით.  მანამდე კი, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეზღუდვების დაბრუნება არ მოგვიხდეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.