ირაკლი ღარიბაშვილი:  ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, რათა რაც შეიძლება მოკლე ხანში ოპოზიციამ და პოზიციამ გამოვნახოთ საერთო ენა, მივაღწიოთ შეთანხმებას და ქვეყნა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას

ბატონ კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს, მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერლ დიალოგში მონაწილეობას, – ამის შესახებ პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა  ოპოზიციასთან დიალოგის კონსტრუქციული განვითარებისაკენ.

„მოგეხსენებათ, 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რიგით მე-6 სხდომა, სადაც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს.

მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და ავღნიშნო, რომ მის ჩართულობას და მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვაფასებთ.

რაც შეხება ბატონ კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს, მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერლ დიალოგში მონაწილეობას.

დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ჩამოსვლა პროცესების კონსტრუქციულ განვითარებას შეუწყობს ხელს და აქვე ავღნიშნავ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციულ ფორმატში დიალოგი.  ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, რათა რაც შეიძლება მოკლე ხანში ოპოზიციამ და პოზიციამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას იმისთვის, რომ ქვეყნა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.