“დღემდე წმინდა ნინოს მადლი მოგვყვება…”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომლოცველებთან ერთად ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბაზე იმყოფება. პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზის გავლას გეგმავს. რამდენიმე ვიდო პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

https://www.facebook.com/salome.zourabichvili/videos/10157113159912707/

„მინდა ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს და ჩვენ ყველას, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. გისურვებთ მისი მადლი გვფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვით მსვლელობა 42 დღე, 12 ივლისამდე გაგრძელდება. ოცდამეათე მსვლელობა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში დასრულდება, სადაც მონაწილეებს პატრიარქი დალოცავს.