ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.