ვოლსკი: ეტყობა მელიაც ჩაეწერა ასეთი აქტივობების მოწაფეებში…

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ანგარიშის – ,,კორცხელიხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება  პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ნათქვამია, რომ ფიზიკური ძალადობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კვლევა რეალობას სცდება.

-„ წახალისების არც ინტერესი და არც არავითარი წინაპირობა არ არსებობდა. ნებისმიერი აგრესიული მოქმედება დამაზიანებელია. წახალისება მოხდა იმ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა ადრე, არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დროს თუ ეკლესიის დარბევისას, როცა გიგა ბოკერია თავისი ჩამოყალიბებული სქემებით მოქმედებდა. ეტყობა მელიაც ჩაეწერა ასეთი აქტივობების მოწაფეებში და შეიქმნა წინაპირობა, რომლითაც მუშტი-კრივი პრაქტიკულად განხორციელდა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც ამ მუშტი-კრივში მონაწილეობდა. მე ვფიქრობ, გამოძიებამ თავისი დასკვნები უნდა დადოს” – განაცხადა  ვოლსკიმ.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე

კომენტარის დატოვება