პარლამენტი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს , როგორც ბიძინა ივანიშვილის სურვილი იქნება

მარიამ ახალკაცი

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას თქმით ხვალ ჩანიშნულ კენჭისყრაში პარლამენტი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც ბიძინა ივანიშვილის სურვილი იქნება.

ნიკა მელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვის ერთი კერძო პირი ბატონი ივანიშვილი, მაგრამ სრულიად უკანონო იქნება – ისინი არ აცდიან ზემდგომ ინსტანციებს გამოიტანონ გადაწყვეტილება და მეორეც – საქალაქო სასამართლომაც ჯერჯერობით სასამართლო გადაწყვეტილება ვერ დაწერა, არ დაწერა, ანუ 16 ან 17 დეკემბერს იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ განაჩენი.

ანუ რა, მერე პარლამენტში რომ არ ვიქნები ამით ან მათ რა დააკლდებათ ჩემგან, ან მე რა დამაკლდება?!” – განაცხადა ნიკა მელიამ.