“ეს არის სამარცხვინო პრეზიდენტის, სამარცხვინო განცხადება”

მარიამ ახალკაცი

დიმიტრი შაშკინი სალომე ზურაბიშვილზე

ზურაბიშვილს ეზიზღება ჯარი რადგან ჯარმა  მას არჩევნებზე ხმა არ მისცა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი, ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს ქართული ჯარი პათოლოგიურად ეზიზღება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე მას მხარი არ დაუჭირეს:

“ეს არის სამარცხვინო პრეზიდენტის, სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ გვყავს ჯარი, ჩვენ გვყავს გმირი ოფიცრები, სერჟანტები, კაპრალი და ჯარისკაცები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება 8 წლის განმავლობაში ცდილობს გაანადგუროს ეს ინსტიტუტი, ვერაფერი გამოუვიდა და არც გამოუვა. სალომე ზურაბიშვილს პათოლოგიურად ეზიზღება ჯარი იმიტომ, რომ ძალიან ცნობილი ფაქტია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯარმა მას ხმა არ მისცა,” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.