„დიდი პატივია ვუგულშემატკივრო ჩემი საარჩევნო უბნის კლუბს „საბურთალოს“-მიხარია! მოვიგეთ!’

საბურთალოს N5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, თვისი უბნის კლუბის “საბურთალოს” საქომაგოდ, დინამო არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 26-ე მატჩს დაესწრო.

“საბურთალოს” წინააღმდეგ თბილისის “დინამო” იბრძოდა.

 მატჩი საბურთალოს გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა დინამოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

 „ჩემთვის დიდი პატივია ვუგულშემატკივრო ჩემი საარჩევნო უბნის კლუბს „ საბურთალოს“, ძალიან მიხარია რომ ეს მატჩი საბურთალოს გამარჯვებით დასრულდა, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, რადგან საბურთალოდ უდაოდ მოწინავე გუნდია, თუმცა ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი რომ ანგარიში სიმბოლურად 4:1 დასრულდა. “მე ვამაყობ რომ ეს გამარჯვება ჩემს სტადიონზე ყოფნას დაემთხვა, მინდა ჩემს ძვირფას ფეხბურთელებს და მთელს საბურთალოს მივულოცო ეს გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო ევრო ლიგაზე, ასევე მინდა მოვუწოდო ჩემს თანამოქალაქეებს რომ მოვიდნენ სტადიონზე და გახდნენ მეთორმეტე მოთამაშე, ჩვენს გუნდს მხარდაჭერა სჭირდება“- განაცხადა დავით უთმელიძემ მატჩის დასრულების შემდეგ.