„პარლამენტთან ვისხდებით მანამ, სანამ ყუარდღებას არ მოგვაქცევენ…“

დავით ცხვარაძე

ამ წუთებში ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„პარლამენტთან ვისხდებით მანამ, სანამ ყუარდღებას არ მოგვაქცევენ“ -უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან, პროტესტსს იპოთეკით დაზარალებულები გამოხატავენ.

geomediatv.ge _ს ადგილიდან ინფორმაციას დაზარალებული მარინე სუპატაშვილი აწვდის. მისი თქმით, აქციის მონაწილეები  სახელმწიფოს დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს  კიდევ ერთხელ სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

აქციას ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თბილისიდან და სამეგრელოდან უერთდებიან.