„გესმით, დევნილებოოოოო?! როგორ ათანებენ და აღამებენ თქვენზე ფიქრში…“

ბლოგი

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ დევნილთა ორგანიზაციის კურატორი მარინა ჩაჩუა სააგენტოზე გამოქვეყნებულ არასამთავრობო ორგანიზაციის „გზა აფხაზეთისკენ“ ლიდერის კახა შამათავას მასალას „დევნილთა შემწეობის „რეფორმას“ აქვს მხოლოდ ერთი ფარული მიზანი“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%9d/

ეხმიანება და საკმაოდ ვრცლად აღწერს არსებულ მდგომარეობას.

-„დიახ, ““დევნილთა შემწეობის “რეფორმას” აქვს მხოლოდ ერთი ფარული მიზანი, შეამციროს იძულებით გადადგილებულ პირთა რაოდენობა”, და ამ მიზნის მისაღწევად იყენებს უკვე დამკვიდრებულ რეფორმებადწოდებულ ღონისძიებებს, რომელთა მოსამზადებლად ხარჯავს დროს, ფულს და ენერგიის მაქსიმუმს, რომ თვალთმაქცურად კიდევ და კიდევ შემოგაპაროს “დევნილზე მზრუნველობის კიდევ ერთი” გამოხატულება…

გესმით, დევნილებოოოოო?!
როგორ ათანებენ და აღამებენ თქვენზე ფიქრში, ფიქრი კი თურმე ერთია- “დავეხმაროთ მას, ვისაც მეტად უჭირს” და საამისოდ სულაც არ გაწუხებენ, ვირტუალური მეთოდებია შემუშავებული – თქვენთან მოუსვლეად!
კვლევებიც კი ვირტუალური აქვთ!
საფუძველიც მყარია – “მოსახლეობის სოციალური დაცვის” შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა “ჯერ არ თქმული, ჯერ არ ნახული” – მსოფლიოს ვერც ერთმა ქვეყანამ რომ ვერ მოახერხა შექმნა…
ადრე თავს ვიკავებდით ასეთი სარკაზმისგან, შეურაცყოფისგან… თავშეკავებულათ ვთავაზობდით არა ვირტუალურ და ჰაერიდან მოტანილს, არამედ ჩვენს ხელთ არსებული მწირი ბერკეტების შესაბამის კვალიფიციური კვლევის შედეგებს და შესაბამის ფორმულებს, მაგრამ ჩვენში ხომ დამკვიდრებული სტერეოტიპია – “ეხლა მე ვარ”, “მე ყველაფერი ვიცი”, თან კარგად შემუშავებული ზრდილობიანი “მობრძანდი-მიბრძანდი”, კონტექსტი?- ცინიზმი – რას ბოდიალობ, რაზე ირჯები, ვერაფერს გახდები, ეს გადაწყვეტილია!
ერთი ცინცხალი მაგალითი – შეხვედრა:
ერთი მხარე – ჩვენ “მობოდიალეები”, მეორე მხარე – “მე ვიცი”

როცა მე ვთქვი სათქმელი და ვფიქრობ აშკარად მოეწონათ, მაგრამ კარგად მესმის რომ გადაწყვეტილებაში ვერ არიან თავისუფალი და ისიც კარგად მესმის რომ რთულია გაუძლო ზეწოლას ზემოდან წამოსულს. ასეთ დროს ხომ უნდა გითხრას პასუხი. გულწრფელად რომ გითხრას, მაშინ შენთან ერთად უნდა გააგრძელოს ბრძოლა,მაგრამ ამაზე ხომ პასუხი მოეთხოვება ზევით?
რა ქნას?
მეუბნება – ეს ყველაფერი დაწერეო!
პასუხისგან დავინდე, თუ ვიტყოდი,მაინც არა ბოღმით, არამედ იუმორში, მაგრამ ესეც არ გავაკეთე.
ეხლა კი ჩემი პასუხი – ამაზე ვწერ და ვლაპარაკობ წლები, ანუ ამ ბოლო ე.წ რეფორმის წინამორბედ ანალოგიურ ე.წ. რეფორმებზე…

ჯერ 2012 წელს, “ხმამაღლა დავწერე” და გამანთავისუფლეს… ამ ადამიანებმა ვერ დამიცვა,მე გავუგე, რეჟიმი იყო ასეთი…
“ახლებმა” დამაბრუნეს, წავედი ძველი ინერციით და ისევ “დავწერე ხმამაღლა”, გამანთავისუფლეს, აქ კი ნამდვილათ და თავისუფლათ შეეძლო ჩემი დაცვა, მაგრამ მაშინ ასე ვთქვათ “ხმამაღლა დაწერილზე” მხარი უნდა დაეჭირა, ვიცი რომ მოსწონდა, მაგრამ…

აქ შევჩერდები, მრავალწერტილი ხომ გასაგები პასუხია ყველა კითხვაზე?!
მაშინ მე უბრალოდ განვეშორე, ცოტა გავიბრძოლე, მაგრამ მივხვდი რომ იმ მოცემულობაში დაბრუნების შემთხვევაში მე ვკარგავდი შინაგან თავისუფლებას და ვიქცეოდი ხელფასის მონად, თუმცა ეს იყო ჩემი ერთად-ერთი შემოსავლის წყარო, საპენსიო ასაკამდე რამდენიმე თვე რჩებოდა.
17 წლიანი ერთგულიბა, თავდადებული შრომა ასე “დამიფასდა”.
ეს ჩემი მაგალითი, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავი გავაპიარო, მე როგორი მაგარი ვარ…
არა ბატონებო, მე ვიყავი ერთ-ერთი და ბევვრთან შედარებით ძალიან პატარა,მაგრამ მაინც “ზედმეტი თავისტკივილი”…

ამ ჩემი პოსტით და აქ მოტანილი კონკრეტული მაგალითით მე სიგნალს ვაგზავნი პირდაპირ ხელისუფლებაში და არა რომელიმე კონკრეტულ უწყებაში, ეს იქნება განსახლების სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობა, თუ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და შეგახსენებთ ერთ უმნიშვნელობანეს თემას:
მე და ბევრმა საჯარო პირმა წლები ვიმუშავეთ საჯარო უწყებებში ისე, რომ შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებას ვახეხებდით;
2004 წლიდან დაიწყო ჯერ შეპარვით, 2007 წლიდან კი აშკარა აკძალვები “ზედმეტი მოძრაობების”;
2012 წლამდე პირდაპირ “უპარდომოთ გაყრა” სამსახურებიდან, ბევრი ვერ უძლებდა და თავად წერდა განცხადებას.

ამ მიმართულებით რა შეიცვალა? საკადრო პოლიტიკის სრულიად ახალ მოდელს გვპირდებოდით ჯერ კიდევ 2012 წელს, არც თქვენ მოინდომეთ,არც გამზადებული, საზოგადოებიდან შემოთავაზებული მოდელები არ განიხილეთ!
მე ვიტყოდი ამ მიმართულებით არა თუ შეცვალეთ სიტუაცია, არამედ უფრო დაამძიმეთ!
თქვენ, ზემოდან წამოსული რიგი დირექტივებით, (პირდაპირ ვიტყვი ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელი და არაკვალიფიციური ან კარგად გააზრებული თვალთმაქცობა) ზეწოლის ქვეშ ამყოფებთ დაქვემდებარებულ უწყებებს და ზღუდავთ თითოეული საჯარო პირის შინაგან თავისუფლებას, აიძულებთ რაღაც აბსურდი შეფუთონ კეთილი მაინტიით და კიდევ და კიდევ მოატყუონ ათასგზის მოტყუებული ადამიანები.

ვთქვი და ვიმეორებ დღეს “მოსახლეობის სოციალური დაცვის” შესაბამისი არსებული საკანონმდებლო ბაზა არის დანაშაულებრივი,რომელიც ჩაინერგა და ჩამონტაჟდა საბოლოო სახით 2010 წელს,მას შემდეგ და მის საფუძველზე ყოველი ახალი მცირე ე.წ. რეფორმა კი არის მასზე ასევე დანაშაულებრივი წანაზარდი.
ეს ბოლო კი საერთოდ… რაღაც საცოდაობა როგორც იდეა, ასევე მისი შესაბამისი დოკუმენტი და მასზე მომუშავე ადამიანების ასე დამონება?

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვინმე მანდ ზემოთ წაიკითხავს ამას, ან თუ წაიკითხა, რეაქცია – ერთი მოცლილი ვინმეაო…
კი, ნამდვილად ვარ “მოცლილი” და მზად ვარ თქვენ შემოგავლოთ ჩემი “მოცლილობა”, თქვენ და არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ სოზარ სუბარს, ან როგორც დევნილი აფხაზეთის საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელ უწყებებს, ეს ბოლო არ მაღიზიანებს, მე ისინი უბრალოთ მეცოდება!

და ბოლოს, არა თუ ზრუნავთ მათზე “ვის მეტად უჭირთ”,არამედ ძალიან გვიშლით ხელს ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, შეიძლება რომ დაგვანებოთ თავი და გვაცალოთ?!

გთავაზობთ გამოვაცხადოთ მორატორიუმი.
1.ჩვენ ვიზრუნებთ საკუთარ თავზე, არაფერს მოგთხოვთ;
2. თქვენ მიხედეთ დაჩეხილ, დეფორმურებულ, დამახინჯებულ, დანაშაულებრივ “მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემას”, რა თქმა უნდა თუ შეგიძლიათ, და თუ არა ამაშიც დაგეხმარებით;
გაითვალისწინეთ, ეს ორი პირობა მიზანი კი არ არის, ეს არის აუცილებელი პირობა და საშუალება მიზნის მიღწევის!

მიზანი ხომ ერთი გვაქვს – გადავარჩინოთ ერთმანეთი და ერთად სამშობლო ჩვენი ერთიანი და გაუთიშავი!