„ერთად უკეთესი მომავლისთვის“ – გულიკო ზუმბაძემ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (ვიდეო)

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ სამაჟორიტარო ტერიტორიის  – ლილო, ორხევი, აეროპორტის დასახლება, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, პატარა ლილო, ვარკეთილის დასახლება ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ლილოს ტერიტორიაზე კონცერტით მიულოცა.

მაყურებლის წინაშე ანსამბლი „გვირილა“ (ხელმძრვანელი ერნა წიფურია) და ორი ჯუჯა -ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი წარსდგნენ. სცრნიდან ადგილობრივებს მიესალმნენ სხვა მომღერლები და ცნობადი სახეები.

სამაჟორიტარო ოლქის პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა გულიკო ზუმბაძემ და შეჰპირდა, რომ მუდამ მათი მხიარული ღიმილისთვის იბრძოლებს. შემდეგ კი ზუმბაძემ შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.

შეხვადრას საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ისინი ერთხმად ამბობდნენ, რომ ხმას გულიკო ზუმბაძეს აძლევენ, რადგან წინა 4 წლის განმავლობაში ბევრი კარგი და საჭირო საქმე სწორედ მასთან ერთად დაიწყეს და სჯერათ მისი.

როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ოფიციალურად გულიკო ზუმბაძე ამომრჩევლის წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგება. მისი თქმით, ის ბრძოლას მხოლოდ ამ ადამიანების იმედით აგრძელებს და მათი მხარდაჭრით გამარჯვების იმედიც აქვს.