როგორ დავაღწიოთ თავი მომაბეზრებელ პოსტებს -ფეისბუქის ახალი ფუნქცია

ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს. Snooze-ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს, თვალი დროებით ავარიდოთ.

Unfollow ფუნქციისგან განსხვავებით, Snooze-ს მეშვეობით საშუალება გვექნება, მეგობრების პოსტები, რაღაც დროის განმავლობაში დავმალოთ. ეს დრო შეიძლება, 24 საათი, ერთი კვირა ან ერთი თვე იყოს.

​მაგალითად, თუ ჩვენი მეგობარი მოგზაურობს და მისი ყოველწუთიერი განახლებები ჩვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს, შეგვიძლია მისი პოსტები გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენი თაიმლაინიდან გავაქროთ.

​აღნიშნული ფუნქცია ჯგუფებსა და გვერდებზეც იმუშავებს. ამისათვის საჭიროა შევიდეთ კონკრეტული მეგობრის ან გვერდის ფეიჯზე და ღილაკი Snooze მოვნიშნოთ.

ფეისბუქის ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მომხმარებლების მცირე ნაწილს უჩანს. მისი წარმატებით დატესტვის შემთხვევაში, იგი ფეისბუქის ყველა წევრისათვის გახდება ხელმისაწვდომი.

​ფეისბუქი აღნიშულ ფუნქციას 2012 წელსაც ტესტავდა, თუმცა საბოლოოდ, Snooze – Unfollow-თი ჩაანაცვლა. როგორც ჩანს, კომპანია მიხვდა, რომ მსგავსი ფუნქცია მათი მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანია.