“პირდაპირ გვითხარით 2020 წელს ხელისუფლებას ნაცმოს ვუთმობთო..”

აჭარაში მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი ეხმიანება.

-გიორგი ერმაკოვს როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ. ის ინფორმაცია რაც გაავრცელეს აბსურდულად მეჩვენება. ასევე ვერ წარმომიდგენია ვიცე მერის თენგო პეტრიძის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა. ისევე როგორც მოქმედ მერს ვერ დასდებენ ბრალს კორუფციულ გარიგებაში. სხვებს ასე ახლოს არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ტენდერებს თბილისის ტენდერებსაც გადახედეთ კარგად, თბილისის. ჯიპების საწვავის ვაუჩერებს გადახედეთ კარგად. ეს ადამიანები დარწმმუნებული ვარ მალე გათავისუფლდებიან და იტყვიან სიმართლეს. რისი სუნიც ასდის ამ ყველაფერს კარგად ვხვდები. აჭარის გაღიზიანებას არ გირჩევთ. გიორგისაც და თენგოსაც მთელი ბათუმი უდიდეს პატივს სცემს. რა თქმა უნდა ცუდის მთქმელი არ დალეულა და არც დაილევა. ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი.

მოახლოებული 2020 წლის არჩევნებზე მსგავსი ამბები ვის წისქვილზეც ასხამს წყალს მოგეხსენებათ და აწი გვითხარით ხალხს, პოლიტიკურ ჯარისკაცებს პირდაპირ 2020 წელს ხელისუფლებას ნაცმოს ვუთმობთო. თუმცა ქვეყნისათვის მოახლოებულ ამ საფრთხეს კარგად ვხვდებით და გულხელდაკრეფილები არც ჩვენ ვსხედვართ და ცხვირიდან ძმრად გადენთ ყველას, ვისაც ხელი გირევიათ ქვეყნის მოსისხლე და მივდარი პოლიტიკური პარტიის გაცოცხლებაში!!!

პროკურატურა შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მაღალჩინოსნების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„სახეზეა მილიონ 370 ათას 76 ლარის ზიანი, ასევე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ბრალდებულები შეიძლება მიიმალონ, ხელი შეუშალონ მტკიცებულების მოპოვებას, ჩაიდინონ ახალი დანაშაული, რაც ცალსახად აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველია. მიმდინარეობს აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. ეს არის ანალოგიური სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად, გამოძიების პროცესში შესაძლოა, დადგეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი და გაიზარდოს ბრალდების მოცულობა, იგივე პირებთან მიმართებაში,“ – განაცხადა პროკურორმა, რამაზ შავაძემ.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდების მხარის დასაბუთება აბსურდული და უსაფუძვლოა. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების მოტივი არ არსებობს, რადგან ისინი გამოძიებასთან ორი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ.