ზურაბ ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციისძალა ერთობაშიადუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის ბაზალეთის და  გრიგოლაანთკარის მოსახლეობას შეხვდა. შემდეგ კი პანსიონატში ლტოლვილების დასახლებას ესტუმრა.

ოტიაშვილი პირადად ესაუბრებოდა ყველა მოქალაქეს, ისმენდა მათ პრობლემებს და ყველას არცევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა.

-სამწუხაროდ, ხალხში შიშია, შეხვედრაზე გამოსვლის მერე ეშინიათ ან სამსახური არ დაკარგონ, ან სოციალური დახმარება არ მოუხსნან.

სახელისუფლებო პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, გუშინ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე დუშეთში სხვა სოფლებიდან იყვნენ მოყვანილი საჯარო მოხელეები.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს, თითქმის ყველგან დაზიანებულია.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩემს ხალხს არ დაშინდნენ და მომავლის არჩევანი გააკეთონ“-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი.