„ანას ქმარი დაპატიმრებულია, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით 115-ე მუხლს!“

 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ანა ლომაშვილის ყოფილი ქმარი, გიგი კორძახია დაპატიმრებულია! მას ბრალი წარუდგინეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ინფორმაციის გადასამოწმებლად გარდაცვლილის ნათესავს, მამუკა ლომაშვილს დავუკავშირდით.

-დიახ, მართალია. კორძახია დაკავებულია, ამ ეტაპზე ნამდვილად მადლობელი ვარ პროკურატურის მუშაობის, მაგრამ ახლა მთავარია გამოძიება შემდეგშიც ეფექტურად წარიმართოს, რადგან ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით 115-ე მუხლს, ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლულია. არსებობს მთელი რიგი შეუსაბამოები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვართ დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირები და სამართლებრივად ვერ ვერევით საქმეში.

რატომ მიგვაჩნია, რომ ანა მოკლულია, ამ ეტაპზე დეტალებისგან თავს შევიკავებ, რათა გამოძიების მიმდინარეობას ხელი არ შევუშალო, იმედი გვაქვს 115-ე მუხლი გადაკვალიფიცირდება“-გვითხრა ლომაშვილმა.