“ლაღი და უდარდელი ბავშვობა ყველა ბავშვს”

განახლებულ გოძიაშვილის სახელობის პარკში,საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო და აქ შეკრებილ ბავშვებს პირადად მიულოცა დღევანდელი დღე.

„ მინდა თქვენ და ყველა პატარას მოგილოცოთ ბავშვთა დაცვის დღე, გისურვოთ ლაღი და უდარდელი ბავშვობა,ძალიან დიდი მადლობა ყველას ღონისძიებაზე მობრძანებისთვის და საზეიმო განწყობის შექმნისთვის“.