დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი რაკეტა“ უწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ზედმეტსახელი მოუფიქრა და მას „ადამიანი რაკეტა“ უწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე დაწერა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან სატელეფონო საუბრისას „ადამიანი რაკეტა“ მოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სატელეფონო საუბრის დროს ამერიკისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.