ალეკო ელისაშვილი – კობახიძისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, შეურაცხმყოფელია

ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„ირაკლი კობახიძისგან გასაკვირი არ არის. გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავ, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ წამოწყებულია უაზრო კამპანია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცობისთვის, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „პირველი არხის” ეთერში „კოკაიშნიკი” უწოდა.