საპროტესტო აქცია „ცენტრისტების“ და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

პარტია „ცენტრისტების“  საარჩევნო რეკლამის და ზოგადად რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დღეს, 14 აგვისტოს, 17:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობასთან სამოქალაქო აქცია გაიმართება.

ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ ის აქციაზე როგორც რიგითი მოქალაქე მივა და პროტესტს დააფიქსირებს.

-„მოგმართავთ არა როგორც პოლიტიკოსი და პარტიის თავმჯდომარე, არამედ მოქალაქე, გადასახადის გადამხდელი და საზოგადოების წევრი.

დღეს, 14 აგვისტოს, 17:00 საათზე 10 წუთით მივიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობასთან და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი პარტია ,,ცენტრისტების” სამარცხვინო და მოსახლეობის შეურაცხმყოფელი, შუღლის გამომწვევი საარჩევნო რეკლამის და ზოგადად რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ! ასეთი რეკლამა არ უნდა გადიოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერით !!!!

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისა და აზრის დაფიქსერებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება