„აუცილებლად გავაპროტესტებთ! თუ საჭირო გახდა აქციებსაც დავიწყებთ!”

იუვენალური იუსტიციის პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებას უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებლად გააპროტესტებენ ამ კანონს, რადგან თავსმოხვეული ცვლილებებია და ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს.

„აუცილებლად გავაპროტესტებთ! თუ საჭირო გახდა აქციებსაც დავიწყებთ, იმიტომ რომ რეალურად ეს არის თვსმოხვეული გაეროს მხრიდან, რასაც თავისი მიზანი აქვს – კონკრეტულად ოჯახის კულტურის დისკრედიტაცია! ჩვენ კარგად ვხედავთ რა შედეგები მოიტანა მაგალითად უკრაინაში, რუსეთში, შვედეთში- ათიათასობით ბავშვი მოწყვიტეს ოჯახს თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, მაგალითდ, თუ ბავშვმა გაანდო შესაბამის აგენტს, რომ მას აუკრძალეს რაიმე აკრძალული ლიტერატურის ან ფილმის ყურება, შესაძლოა ასეთ ოჯახს წაართვან შვილი სასამართლოს ძლით, ან კიდევ თუ შესაბამისი აგენტი დაასკვნის, რომ ბავშვის ფინანსური შევიწროვება ხდება, ასეთ შემთხვევაში ასევე შესაძლოა ოჯახს შვილი ჩამოართვან.

ადგილობრივ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ ჩამორთმევის საკითხზე, ხოლო დაბრუნებასთნ დაკავშირებით ევროპულ სასამართლოს უნდა მივმართოთ, აქ არ არის გათვალისწინებული მაქვს თუ არა მე ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მატერიალური რესურსი.

საქართველოში, სადაც ოჯახის კულტია, ჩემი აზრით მსგავსი კანოის მიღება იქნება დანაშაული ქვეყნისა და ერის მიმართ.

თუ ვინმეს უნდა მსგავსი კანონებით ბავშვის უფლებებზე და მათი სოციალური გარემოს გაუმობესებაზე იზრუნოს, ეს არის ცალსახად მცდარი მიდგომა, ბავშვების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შედარებით უფრო მწყობრი ნაბიჯები და მიდგომები ესაჭიროება, მათ შორის სხვადასხვა პროგრამები და დახმარებები სახელმწიფოს მხრიდან ოჯახების მიმართ, ბავშვების წართმევა შედეგს ვერ მოიტანს, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც სოციალური მდგომარეობის გამო ისედაც ერიდებიან ბავშვების ყოლას ოჯახები და ასეთი ზეწოლის პირობებში კიდევ უფრო საგანგაშო შედეგებამდე მივალთ!

მოკლედ, ეს არის გამოცხადებული ბრძოლა ეროვნული ტრადიციების, ფასეულობების და ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რაც მიზნად ისახავს მათ დისკრედიტაციას და საერთაშორისო გლობალურ სივრცეში მოქცევას“-აცხადებს მემანიშვილი.

 

კომენტარის დატოვება