ნინო ლომჯარია მოადგილეებს წარადგენს

დღეს 12:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოადგილეებს წარადგენს.

ამ დრომდე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თანამდებობას ნათია კაციტაძე იკავებს, რომელიც პოსტზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა.

სახალხო დამცველის მეორე მოადგილე ეკატერინე სხილაძეა,ის ამ თანამდებობაზე ასევე 2016 წლის ივლისიდან მუშაობს.