პოლიციის დღესთან დაკავშირებით გზებზე წესდება შეზღუდვები

საქართველოში პოლიციის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ აღინიშნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს. შედეგად, თბილისში გზებზე წესდება შეზღუდვები.

უწყების ცნობით, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ სამგორამდე, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება: დღეს სამი საათიდან საღამოს 6 საათამდე. ხვალ კი დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.