განგაში იყო გამთენიისას აღმაშენებლის გამზირზე

განგაში იყო დღეს გამთენიისას აღმაშენებლის გამზირზე. საცხოვრებელ სახლში, სადაც ირანის მოქალაქეები ქირით ცხოვრობდნენ, მეზობლებმა კვამლი შენიშნეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს.

ცეცხლი მალევე იქნა ლოკალიზებული, თუმცა შიგნით არსებული ინვენტარი მთლიანად განადგურდა. როგორც გაირკვა, უცხოელები ინციდენტის დროს ბინაში არ იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს მოკვლევა.