თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება – კულება ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში” ეხმაურება.

,,რუსეთის ჯარს ყველა მხრიდან ცეცხლი აქვს გახსნილი ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს ევროპის უდიდესი ელექტროსადგურია. ხანზარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!”, – წერს კულება ტვიტერზე.