დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ჯერ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

აქტის ასამოქმედებლად ბოლო ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა იყო.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება აღარ შეუძლია.